ვაკანსია:
კომპანია შპს “ვიტა სანა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით
კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
31/03/2025 - 11/04/2025
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მენეჯერულ პოზიციაზე;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აღჭურვილობის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- ექიმებთან და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის დეტალური გაცნობა პოტენციური მომხმარებლებისთვის;
- სამედიცინო ბაზრის კვლევა და გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა;
- კომპანიის მიზნების და გეგმების მიხედვით გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
შაბათ-კვირას დასვენება.
მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის 5ა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@heal.ge.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!